სამსახურით და კარიერით შეპყრობილი არქიტექტორი სამყაროს მაკონტროლებელ პულტს იპოვნის, რისი მეშვეობითაც მისი ცხოვრების წინ და უკან გადახვევა შეუძლია. მაგრამ ყველაფერი გართულდება, როდესაც ეს პულტი მისი ცხოვრების მართვას დაიწყებს.
ემა და ლივი ბავშვობის მეგობრები არიან.მათ ერთმანეთის მეჯვარეობა ბავშვობიდანვე ჰქონათ გადაწყვეტილი..ყველაფერი მას შემდეგ შეიცვლება რაც ისენი ერთი და იგივე დღეს დანიშნავენ ქორწინების თარიღს..
მერი ფიორეს, სან ფრანცისკოს საქორწინო ცერემონიების წამყვან ორგანიზატორს, შემთხვევით მისი ოცნების მამაკაცი, პედიატრი სტივ ედისონი გადაარჩენს, მაგრამ მალევე გაირკვევა, რომ იგი მისი კლიენტის, მდიდარი ფრენ დონოლის საქმროა. სანამ მერი აგრძელებს საქორწინო ცერემონიის მზადებას, ის და სტივი იძულებულნი ხდებიან აღიარონ, რომ ერთმანეთი ძალიან მოსწონთ.
ბევრს უნდა ცოლად ლამაზი გოგონა მოიყვანოს. ზოგიერთს კი საერთოდ არ უნდა დაქორწინება! ჯიმი შენონი ერთერთი თავისუფლების მოყვარეებისგანაა. და იმის მიუხედავად, რომ მისი კომპანიის უცოლოების რიგები დღითიდღე ცარიელდება, ჯიმი მორიგ გოგონასთან ერთობა. ენ განსაკუთრებული იყო, მაგრამ ქორწილზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო! და მაინც დადგება საბედისწერო დღე, როდესაც ჯიმის მოუწევს ეკლესიაში ჯვრის დასაწერად შესვლა. მემკვიდრეობის გულისთვის. და აღმოჩნდება, რომ ამის გაკეთება არც ისე ადვილია!