შემთხვევით გაგზავნილი შეტყობინება იწყებს ონლაინ მეგობრობას. ვალეს და ალექსს თანდათან უყვარდებათ ერთმანეთი, ვერ ხვდებიან, რომ რეალურ ცხოვრებაში იცნობენ ერთმანეთს.

ახალგაზრდა სოფი თხოვდება და ოცნებობს, რომ საქორწინო ცერემონია ყველა წესის დაცვით ჩატარდეს. მას სურს, რომ მამამ საკურთხეველთან მიიყვანოს. მაგრამ არ იცის მამა ვინ არის, რადგანაც დედა არაფერს უყვება. ის დედის დღიურს პოულობს, სადაც სამ მამაკაცზეა საუბარი. სოფი სამივეს უგზავნის მოსაწვევს.

ჯო ფოქსი და კეტლინ კელი ურთიერთობენ ინტერნეტის საშუალებით. ჯოს ჰყავს შეყვარებული, კეტლინს ჰყავს შეყვარებული, მაგრამ მათ შეუძლიათ მხოლოდ თავიანთი სულის გადაცემა ერთმანეთისთვის. კეტლინს აქვს პატარა საბავშვო წიგნის მაღაზია სახელწოდებით The Corner Store, რომელიც მან დედისგან მიიღო. მისთვის, მისი სამი თანამშრომლისთვის და მომხმარებლისთვის, ეს არ არის მხოლოდ სამუშაო ადგილი - ეს არის სითბოს, ჰუმანურობისა და კულტურის ოაზისი. ჯო ფლობს გიგანტურ წიგნის მაღაზიათა ქსელს Fox & Sons. ისეთ კომპლექსს ხსნის ქეთლინის მაღაზიის გვერდით და მიდის მასთან, თითქოს ბავშვებისთვის წიგნის საყიდლად. ასე მოხდა მათი "ცოცხალი" გაცნობა.

ეს ისტორია, ცოდვის ქალაქში, ორი ადამიანის თავს დატრიალდა. აღვირახსნილი ღამის მეორე დილით წყვილი აღმოაჩენს, რომ დაქორწინებულები არიან. ერთ-ერთი მათგანი კი მეორის 25 ცენტიანით დიდ ჯეკპოტს მოხსნის. ჯეკპოტის დასაკუთრებისათვის ბრძოლის პროცესში კი მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ.

დანიშნულ წყვილს ბენს და სედის ერთი სული აქვთ, ბედნიერ ახალ ცხოვრებას როდის დაიწყებენ, მაგრამ სედის ოჯახის ახლობელი მღვდელი ფრენკი არ აძლევთ მათ ოჯახის შექმნის უფლებას იქამდე, სანამ ისინი "შესაფერისი წყვილის მოწმობას" არ მიიღებენ.