ისტორია სამხრეთ აფრიკაში არსებული დივერსიული აქტებისა, კორუფციისა და მკვლელობების შესახებ.ფილმის ცენტრალური ფიგურაა პატრიკ ჩამუსო, რომელიც 1980 წელს შეცდომით გაასამართლეს და დააპატიმრეს, მას აწამებდნენ, რადგან ეგონათ რომ ქარხნის აფეთქების მცდელობა ჰქონდა.

90 წუთის განმავლობაში სამ ისტორიას ერთდროულად ვისმენთ: რესპუბლიკელი სენატორი სკეპტიკურად განწყობილ ტელე-რეპორტიორს ერთსაათიან ინტერვიუს აძლევს ავღანეთში გამარჯვების მოსაპოვებლად საჭირო სტრატეგიის შესახებ; ამავე დროს, ავღანეთის მთებს შეფარებული ორი სპეციალური რაზმი ხსნას ელოდება, რადგან მათ თალიბები უახლოვდებიან; კალიფორნიის კოლეჯში კი პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი არწმუნებს სტუდენტს, არ მიატოვოს სწავლა.