სტივ როჯერსს ჯარში წასვლაზე უთხრეს უარი. იგი მოხალისედ მიდის საიდუმლო მეცნიერული გამოკვლევების პროექტში. სწორედ აქ ხდება გმირი - კაპიტანი ამერიკა. მთავარმა გმირმა ამერიკის იდეალების დაცვას შესწირა თავი.

რეიფ მაკკოულისა და დენი უოკერის დიდი ხნის მეგობრობა სერიოზულ გამოცდას გადის, როცა ეს ორი უმაღლესი კლასის მფრინავი და საზღვაო ექთანი ეველინ ჯონსონი სასიყვარულო სამკუთხედში ხვდებიან. მაგრამ ეს დაპირისპირება მეტოქეებად ქცეულ მეგობრებს შორის უმალ წყდება, როდესაც ისინი 1941 წლის 7 დეკემბერს პერლ ჰარბორში იაპონელების დამანგრეველი შეტევის შუაგულში აღმოჩნდებიან.

ექიმ ბრიუს ბანერის ისტორია, რომელიც საკუთარი დაავადების გაქცინაზე მუშაობს. ეს დაავადება მას ემოციური სტრესის დროს გიგანტურ მწვანე მონსტრ ჰალკად გადააქცევს. ბრიუსი თითქმის პოულობს ვაქცინას, მაგრამ ყველაფერი წყალში იყრება, როდესაც მას წარმოუდგენლად ძლიერი მოწინააღმდეგე გამოუჩნდება.