დაბადებიდან დასახიჩრებული მამაკაცი მოჩვენებასავით ცხოვრობს პარიზის ოპერის სარდაფში. მას შეუყვარდება ოპერის ქორის მომღერალი კრისტინა, ფანტომი ატერორებს ოპერის ხელმძღვანელობას და ცდილობს საყვარელი ქალისათვის მთავარი პარტიის მოპოვებას. სიტუაცია იძაბება, როდესაც კრისტინა ბავშვობის მეგობარს რაულს ხვდება და მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ.
ლი და ბესი დები არიან. ისინი ერთმანეთს საერთოდ არ გვანან. ბესიმ თავი მიუძღვნა სხვებს. ლიმ კი თავისი ფეთქებადი ხასიათის გამო ჩვიდმეტი წლის შვილთანაც კი დაკარგა საერთო ენა.