წარმატებულმა ბიზნესმენმა თავად უნდა გადაწყვიტოს, გადაუხდის თუ არა გამოსასყიდს გამტაცებლებს, რომლებმაც შეცდომით მოიპარეს არა მისი შვილი, არამედ იმ კაცის ვაჟი, რომელიც მას მძღოლად მუშაობს.
ძარცვის დროს შექმნილი შეფერხებები პოლიციის ინფორმატორის არსებობაზე მიუთითებს, რის გამოც საწყობში სადაც ისინი არიან დაძაბულობა მატულობს. დანაშაული ძალადობას წარმოქმნის. გადარჩენილები: ვეტერანი მისტერ უაიტი, ახალბედა მისტერ ორენჯი, ფსიქოპატი მისტერ ბლონდი, მისტერ პინკი და სასიამოვნო ახალგაზრდა ედი - მათგან ერთერთი ამოსაცნობია.
მისი ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჯერ 24 საათიც არ იყო გასული, როცა ქარიზმატულმა ქურდმა -დენი ოუშენმა თანამოაზრეთა გუნდი შეკრიბა და ლას -ვეგასის კაზინოებიდან 150 მილიონი დოლარის გატაცება გადაწყვიტა.
ჯეკი ბრაუნი ბორტგამცილებელია, რომელსაც თავისი იარაღით მოვაჭრე ბოსის ნაღდი ფულის კონტრაბანდაზე გამოიჭერენ. როდესაც პოლიციელები ცდილობენ ჯეკის გამოყენებით მისწვდნენ მის ბოსს, იგი თავისი გირაოს თავმდებთან ერთად, ფულის დასაკუთრების გეგმას შეიმუშავებს. ფილმი გადაღებულია ელმორ ლეონარდის რომანის "რომის კოქტეილის" მიხედვით.
დენი ოუშენი აგროვებს თავის პროფესიონალი მძარცველებისგან და თაღლითებისგან შემდგარ გუნდს და გეგმავს სამ ძარცვას რომში,პარიზში და ამსტერდამში, მაგრამ ევროპოლის აგენტი იზაბელ ლაჰირი მათ კვალდაკვალ მიჰყვება...
რისი გაკეთება შეგიძლიათ 60 წამში? მოწიე სიგარეტი ან დალიე ფინჯანი ყავა. მაგრამ მსოფლიოში მხოლოდ ერთ პროფესიონალს, ლეგენდარულ ქურდს, სახელად მემფისს, შეუძლია ნებისმიერი მანქანის მოპარვა რამდენიმე წამში. თუმცა ამჯერად შეუძლებელი უნდა გააკეთოს: ძმის გადასარჩენად მემფისმა ერთ ღამეში 50 პირველი კლასის მანქანა უნდა მოიპაროს. მაფიისა და პოლიციის ორმაგი ხაფანგისგან თავის დასაღწევად მან უნდა დაიცვას ერთი პრინციპი - არ გაჩერდე...