ილინოისის – შავი პანტერების პარტიის – თავმჯდომარის, ფრედ ჰამპტონის ისტორია და უილიამ ო’ნილის მიერ მისი საბედისწერო ღალატი.
ფილმში მოქმედება ვითარდება ჰეროინის მომხმარებელთა გარშემო, რომლებიც ნიდლ პარკში იკრიბებიან, ნიუ-იორკში. ახალგაზრდა ბობი სწორედ აქ გაიცნობს ჰელენს, მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ, თუმცა ჰეროინზე დამოკიდებულების დაძლევა არც ისე მარტივია.
მფრინავი ჯეი კოკრენი მექსიკაში უფროს მეგობართან – პოლიტიკოს, ბიზნესმენ და მაფიოზ ტიბურონ მენდესთან ჩადის სტუმრად. მოხუცი ტიბურონის მომხიბვლელი ახალგაზრდა ცოლი კოკრენს გულგრილს ვერ ტოვებს. ახალგაზრდები თავს უფლებას აძლევენ ვნებას მიეცენ, მაგრამ მაფიოზის გაცურება არც ისე ადვილია. შეურაცხყოფილი ტიბურონი საყვარელ ცოლზე და საუკეთესო მეგობარზე სასტიკად იძიებს შურს.
ფილმი ბრუკლინელ პოლიციელებზე, ქალაქის სისასტიკით ცნობილ ნაწილში, ბრაუნსვილში ვითარდება. ნიუ–იორკის პოლიციის განყოფილების სამოცდამეხუთე უბანში. სამი პოლიციელი ცდილობს შეინარჩუნოს ზღვარი "დაშვებულ" დაrn "დაუშვებელ" ქმედებას შორის .
ბენ ჰური, რომელიც საუკეთესო მეგობარმა დაასმინა, რამოდენიმე წელი მონობაში იმყოფებოდა. საბოლოოდ, მას მიეცა საშუალება გათავისუფლებულიყო და შური ეძია.