ოთხი დის ისტორია, რომლებიც დედასთან ერთად მძიმე დროებას განიცდიან - ქვეყანაში სამოქალაქო ომია. ოჯახის უფროსი ბრძოლის ველზე გადაიკარგა, პატარა ქალები კი ფინანსურ სიძნელეებს განიცდიან. მაგრამ სიძნელეების მიუხედავად, გოგონები გულს არ იტეხენ, სჯერათ სიყვარულის და ბედნიერების.

ნიკ კასავეტესის 2002 წლის ფილმი, მთავარ როლში დენზელ ვაშინგტონით. დენზელი ასრულებს ჯონ ქუინსი არჩიბალდის როლს, რომლის ვაჟს მძიმე დაავადების დიაგნოზს დაუსვამენ, ბიჭს გულის ტრანსპლანტაცია სჭირდება. ოპერაციას დაზღვევა ვერ ფარავს, ჯონი მძევალს აიყვანს და ითხოვს შვილი დონორთა სიაში ჩასვან.

მოვლენები თანამედროვე ლონდონში ვითარდება. ისტორია ვნებაზე, დრამა სიყვარულზე და მიტოვებაზე, სადაც ოთხი უცნობი ერთმანეთს ხვდება, მათი წამიერი გატაცებები და შემთხვევითი ღალატი.

ბობ მუნროს სამსახურში პრობლემები აქვს. მას პრეზენტაციის ჩატარება დაავალეს კოლორადოს კლდოვან მთებში, მაგრამ ბობი ოჯახთან ერთად, ჰავაიზე გამგზავრებას აპირებდა. მას მოუწევს გეგმების შეცვლა ისე, რომ სამსახურიც შეინარჩუნოს და ოჯახთან ერთადაც გაატაროს დრო.