გადამდგარი პოლკოვნიკი მატრიქსი მის 10 წლის გოგონასთან ერთად სოფელში ცხოვრობს. იმისათვის, რომ მატრიქსს ერთერთი ლათინოამერიკული ქვეყნის პრეზიდენტის მოკვლა აიძულონ, მის შვილს მოიტაცებენ. პოლკოვნიკს ძალიან ცოტა დრო აქვს ქალიშვილის გასათავისუფლებლად.

როცა რომელიმე ჩვენგანს უჭირს, სამაშველოში მისული სამართალდამცავი ანგელოზს ჰგავს. უბედურების წუთებში ის ერთადერთი მხსნელი და მფარველია. თქვენ მას ენდობით მთლიანად და დაუფიქრებლად. და არავინ, არავითარ შემთხვევაში არ იეჭვებს, რომ კეთილშობილური გარეგნობის მიღმა, ლამაზად დაჭერილი პოლიციის ქურთუკის ქვეშ, შეიძლება ეშმაკი იმალებოდეს ...

ლოს-ანჟელესი, 50-იანების დასაწყისი. მნიშვნელოვან უფლებამოსილებას იძენს მაკს გუვერის ქვედანაყოფი. ქალაქის მიდამოებში იპოვეს გარდაცვლილი ელისონ პონდის გვამი. გოგონასა და მაკსის ურთიერთობის შესახებ არავინ არაფერი იცოდა: არც ცოლმა, არც მეგობრებმა. გამოძიებას დეტექტივი მიჰყავს გენერალ ტიმსის ბაზასთან.