ტონი მონტანა კუბელი ემიგრანტია, რომელიც მაიამელ ნარკოდილერ რობერტ ლოჯიაზე მუშაობს. მას შემდეგ რაც იგი ლოჯიას კოკაინის გამსაღებლის ადგილს დაიკავებს, მონტანა ფლორიდის კრიმინალური ჯაჭვის სათავეში ექცევა.

მარტინ სკორსეზე მაფიის ბოსის დაცემას გვიჩვენებს. ფილმი ნახევრად დოკუმენტურ სტილშია გადაღებული და აზარტული თამაშების სამოთხეში, ლას-ვეგასში ცხოვრებასა და მის წიაღში ჩამოყალიბებული მაფიის შესახებ მოგვითხრობს.

ახალგაზრდა აგენტი ელიოტ ნესი ჩიკაგოში ჩამოდის და ალ კაპონეს გამოჭერა აქვს გადაწყვეტილი. ეს ადვილი არ არის, კაპონე პოლიციასთანაა შეკრული. ნესი ჯიმი მელოუნს შეხვდება და დახმარებას სთხოვს. ჯიმი აფრთხილებს, რომ კაპონეს დაჭერა ომის გამოცხადებას ნიშნავს.

ლოს ანჯელესელი ტაქსის მძღოლი დაქირავებული მკვლელის მძევალი ხდება და იძულებულია ღამის განმავლობაში ერთი მკვლელობის ადგილიდან მეორეზე ატაროს.მან უნდა იპოვნოს გზა,რომ დაიხსნას ბოლო მსხვერპლი და საკუთარი თავი.