მოზარდების ბანდის დაუნდობელი ლიდერი, რომელიც მკვლელობების და გაუპატიურებების გამო, ციხეში ხვდება, სადაც მასზე ექსპერიმენტებს ატარებენ, მიზანი კი არის ჩაახშონ მისი სწრაფვა ძალადობისკენ.

ჰალუცინოგენური თავგადასავალი. სპორტული ჟურნალისტის რაულ დიუკის და მისი სამოელი ადვოკატის, დოქტორი გონზოს სამდღიანი თავგადასავალი, ლოს–ანჯელესიდან ლას–ვეგასისკენ მიმავალ გზაზე.

რობინ ვილიამსის გმირი ალიასკაზე მცხოვრები წარუმატებელი ტურისტული აგენტია, რომლის ცოლი ფსიქოსომატური დაავადებითაა შეპყრობილი. ის დარწმუნებულია, რომ თბილი კლიმატი მისი ცოლისთვის სასარგებლო იქნება. გზის ფულის საშოვნელად კი, ის მეტად უცნაურ და მოულოდნელ ხერხს მიმართავს.

კაბელის ხელოსანი ჩიპ დუგლასი - ცოტა უცნაური ბიჭია. ის სტივენ კოვაჩს გაიცნობს და უნდა, რომ მისი მეგობარი გახდეს. სტივენი თანდათან ხვდება, რომ ჩიპთან მეგობრობა სახიფათოა, მაგრამ ასეთი "მეგობრის" მოშორება არც ისე ადვილია.