ჰენრი ჰილი დამწყები განგსტერია, რომელიც ორ მასზე უფრო ამბიციურ განგსტერთან, ჯიმი კონვეისა და ტომი დე ვიტოსთან ერთად ყაჩაღობაში მონაწილეობს. ჰენრის ამ ორმა პარტნიორმა ყველა ამ საქმეში მონაწილე დახოცა და ნელნელა მაფიის იერარქიულ კიბეზე აღმასვლა დაიწყო. გახდება თუ არა ჰენრი მათი დაცემის მიზეზი?

მარტინ სკორსეზე მაფიის ბოსის დაცემას გვიჩვენებს. ფილმი ნახევრად დოკუმენტურ სტილშია გადაღებული და აზარტული თამაშების სამოთხეში, ლას-ვეგასში ცხოვრებასა და მის წიაღში ჩამოყალიბებული მაფიის შესახებ მოგვითხრობს.

ძმები ბეიკერი თამაშობენ ღამის კლუბებში. დროთა განმავლობაში, მათ მუსიკაზე მოთხოვნა მცირდება. შემდეგ ისინი გადაწყვეტენ თავიანთ ადგილას მოიწვიონ ლამაზი ვოკალისტი. არჩევანი მომხიბვლელ სუზიზე ჩერდება, რომელიც „ესკორტის“ სამსახურში მუშაობდა. მხიარული და ხალისიანი, ის არა მხოლოდ ამშვენებს მათ დუეტს სცენაზე, არამედ ეხმარება ურთიერთობებისა და საკუთარი გრძნობების დალაგებაში.