ტაივანელი ამერიკელი მამამაკაცი ბედნიერად ცხოვრობს ნიუ-იორკში თავის მეგობარ ბიჭთან ერთად. ის გეგმავს ცოლად მოიყვანოს ჩინელი გოგონა, რომელსაც მოქალაქეობის მიღება სურს, რათა ამით დააწყნაროს მშობლები ტაივანში. ქაოსი იწყება, როცა მისი მშობლები მოულოდნელად ნიუ-იორკში ჩამოდიან.
რეტროკომედია ჯაზის კლასიკოსის - გიტარის ემეტ რეის შესახებ, რომელიც XX საუკუნის 30-ან წლებში ნაკლებად ცნობილი იყო. თვითონ და მისი შემფასებლები მასზე მაღლა მხოლოდ ჯანგო რეინჰარტს აყენებდნენ, გიტარისტ ბოშას, რომელიც პარიზის რესტორნებში მუშაობდა.
ემანუელის მამას, ანდრეს, 85 წლის ასაკში ინსულტი დაემართება. საავადმყოფოში გამოღვიძების შემდეგ ანდრე ნახევრად პარალიზებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რის შემდეგაც თავის ქალიშვილს სთხოვს სიცოცხლის დასრულებაში დაეხმაროს.