დედამიწაზე დაბრუნებისას კომერციული კოსმოსური ხომალდი დაიჭერს სიგნალს შორეული პლანეტიდან. როდესაც ამ პლანეტაზე ეკიპაჟის სამი წევრი აღმოაჩენს სათავსოს ათასობით კვერცხით ,ერთერთი კვერცხიდან გამოჩეკილი უცხო არსება მკვლევარს თავს დაესხმება. ეკიპაჟი ვერ აცნობიერებს კარზე მომდგარ კოშმარს, იმას,რომ მათთან უხცოპანეტელი პარაზიტი უნდა დაიბადოს.
"სადა ხარ, ძმაო?" ძმები კოენების ფილმია, რომელიც უხეშად ჰომეროსის ოდისეას ეფუძნება. მოქმედება ვითარდება მე-20 საუკუნის 30- იან წლებში, შორეულ სამხრეთში. ფილმი მოგვითხრობს სამი გაქცეული კატორღელის თავგადასავალს, რომლებიც განძს ეძებენ. მოგზაურობის დროს ისინი აწყდებიან ბევრ კომიკურ გმირს და ძნელად დასაჯერებელ სიტუაციებში ამოყოფენ თავს.
ტეხასის შტატის ზომის ასტეროიდი პირდაპირ დედამიწისკენ მოემართება 22,000 მილი საათში სიჩქარით.ნასა-ს აღმასრულებელ დირექტორს დენ ტრუმენს მხოლოდ ერთი არჩევანი აქვს, გაგზავნოს ჯგუფი ასტეროიდის გასანადგურებლად. ჯგუფში შედის საუკეთესო სპეციალისტი ჰარი ს. სტემპერი. სტემპერი და მისი ბრიგადა უნდა დაეშვას ასტეროიდზე,გაბურღოს მისი ზედაპირი და მოათავსოს ატომური ასაფეთქებელი მექანიზმი.