საბრინა ძალიან მდიდარი ოჯახის მძღოლის შვილია. ის ბავშვობიდან ლამაზ, მაგრამ უპასუხისმგებლო დევიდზეა შეყვარებული. საბრინამ იცოდა, რომ დევიდი მისი საკბილო არ იყო და პარიზში გაემგზავრა. ორი წლის შემდეგ კი, უკან დაბრუნდა ისეთი შეცვლილი, რომ თავად დევიდს შეუყვარდა ის.

ფილმი მოგვითხრობს ისტორიას ირლანდიელ რესპუბლიკელთა არმიის ბოევიკებთან ტყვედ ჩავარდნილი ბრიტანელი ჯარისკაცი ჯოდის,რომელიც თავის მეციხოვნე ფერგიუსს დაუმეგობრდა, მაგრამ მათი მეგობრობა მხოლოდ ტრაგედიით თუ დამთავრდებოდა. ფერგიუსი ბრძანებას იღებს, რომ დახვრიტოს ტყვე. ის იძულებულია ბრძანება შეასრულოს, რის შემდეგაც ლონდონში მიემგზავრება. ფერგიუსმა ჯოდის უკანასკნელი სურვილი უნდა შეასრულოს და მისი შეყვარებული დილი უნდა მოძებნოს, რომელიც ფოტოსურათზე ნახა.