სპრინგვუდის ოთხ მოზარდს ერთი და იგივე კოშმარი აქვს, როდესაც მამაკაცი დამწვარი სახით ქუდში და ხელზე დანით დასდევს და ცდილობს მათ მოკვლას. როდესაც საშუალო სკოლის მოსწავლეს საუკეთესო მეგობარი ნენსი ძილში საშინელი სიკვდილით კვდება, გოგონა ხვდება, რომ საშინელმა ბიჭმა მას მიაღწია და ის აქ არ გაჩერდება. ნენსი ცდილობს გაარკვიოს როგორ დაუპირისპირდეს მას, ნენსი მაქსიმალურად ცდილობს ფხიზლად დარჩეს.

ჯონ კონსტანტინს ზებუნებრივი ნიჭი აქვს - დაინახოს ადამიანთა შორის შენიღბულად მცხოვრები დემონები და ანგელოზები. მის ხილვებს იგი თვითმკვლელობამდე მიჰყავს. სიკვდილის შემდეგ იგი ახერხებს ჯოჯოხეთიდან დაბრუნებას და ცდილობს თავის გათავისუფლებას. როცა კონსტანტინი უკავშირდება სკეპტიკოს პოლიციელ ანჯელა დოდსონს, რათა მისი ტყუპისცალი დის თვითმკვლელობის საიდუმლო ამოხსნას, გამოძიება მათ ლოს-ანჯელესის ქვეშ მდებარე დემონების და ანგელოზების სამყაროში მიიყვანს...

გოგონა მთვარეულია და ძილში ლაპარაკისას ქალაქ საილენტ ჰილს ახსენებს. მშობლები მას ძილში ნახსენებ ადგილას წაიყვანენ. გზაში ისინი ავტოავარიაში მოყვებიან და გოგონას დაკარგავენ. ისინი შვილის ძებნას შეუდგებიან, მაგრამ ჯერ არ იციან იმ ხიფათის შესახებ, რაც საილენტ ჰილში იმალება.

ინგლისელი მწერალი სარა მორტონი ჩამოდის თავისი გამომცემელის ქალაქგარეთა სახლში, იმისათვის რომ სიმარტოვეში,თავიდან ბოლომდე მიუძღვნას თავი სამუშაოს და რამოდენიმე თვეში ახალი ბლოქბასტერი წარმოადგინოს. მაგრამ სარა თავისი ახალი რომანის მხოლოდ რამოდენიმე წინადადების დაწერას მოასწრებს და მის სიმარტოვეს დაარღვევენ. ვილაზე ჩამოდის ახალგაზრდა გოგონა ჟიული – მეპატრონის ქალიშვილი. იმის გარდა, რომ გოგონა მუდამ სარას ხელს უშლის თავისი ლაპარაკებით და გამუდმებით უსმენს მუსიკას, მას ყოველ ღამეს თავის საძინებელში ახალი "მდგმურენო" მოყავს.