სამი წელი გავიდა მას შემდეგ რაც მან უფლის აღთქმის კიდობანი დაიბრუნა. ახლა ჯონსმა დაიბრუნა ექსპონატი, რომელიც მან ბავშვობაში განძის მაძიებლებისგან მოიპოვა: ფრანცისკო დე კორონადოს ჯვარი. ჯონსი შეიტყობს სხვა არტეფაქტის- "წმინდა გრაალის" ისტორიას. ინდიანა გაიგებს, რომ მამამისი ჰენრი ჯონსი, რომელიც წმინდა გრაალს ეძებს, დაიკარგა.

მკვლევართა გუნდი იდუმალი ამაზონის ჯუნგლების გულში დაკარგული ინდიელების ტომების საძიებლად მიემართება. დიდი მდინარის პეიზაჟებით ტკბობისას მათ არ იციან, რომ მათი მეგზური გიგანტური გველის დაჭერის იდეით შეპყრობილი გიჟი მონადირეა. არავის სჯერა მისტიური მტაცებლის ზღაპრების შესახებ, სანამ პირველი მსხვერპლი არ გამოჩნდება და მათი მოგზაურობა გადარჩენისთვის ბრძოლაში გადაიქცევა. ანაკონდა არ ელოდება მონადირეებს, ის თავად მონადირეა.