ახალგაზრდა განგსტერი როჟე სარტე გაქცევას ახერხებს, როდესაც ის სასამართლოს დარბაზიდან ციხეში გადაჰყავთ. სიცილიური კლანის მეთაურის, ვიტორიო მანალეზეს დახმარებით, ყველაფერი კარგად წარიმართება. როჟე მას მსხვილი ძარცვის განსახორციელებლად სჭირდება. კლანი რომში, საერთაშორისო გამოფენაზე წარმოდგენილი ძვირფასეულობების გატაცებას გეგმავს.

ჰარლი და მალბორო ძველი მეგობრის დასახმარებლად ბანკის გაძარცვას გეგმავენ, მაგრამ შეცდომით ფულის ნაცვლად ხელთ ნარკოტიკების დიდი პარტია შერჩათ.

შერონ სტოუნი - სექსუალური ლამაზმანის როლში მეი საბედისწერო წარსულით. მან დაიფიცა შურისძიება განგსტერებზე, რომლებმაც მოკლეს მისი მშობლები და უკვე აირჩია მათთან გამკლავების გზა და იპოვა ადამიანი, ვინც ამას გააკეთებს: გარეგნულად შეუპოვარი CIA-ს დანგრევის ყოფილი ექსპერტი რეი. მაიამი, კურორტი სუპერ მდიდრებისთვის, იქცევა ნადირობის ტერიტორიად, სადაც მეი იზიდავს და აცდუნებს მკვლელებს, რეი კი მათ ოსტატურად აფეთქებს და ფერფლად აქცევს.

ყველაფერი იწყება ლონგ-აილენდზე, სადაც სახლები გატენილია ძვირფასი შუაზღვისპირეთის ავეჯით, ადამიანები იცვამენ ძვირადღირებულ ტანსაცმელს, ხოლო ქალები მთელი დღე სალონში სხედან. ანჟელა დე მარკოს, რომელიც მომავალი განგსტერის ცოლია, მობეზრდა მის ირგვლივ მყოფი ხალხის კრიმინალური მენტალობა და გადაწყვეტს შეიცვალოს გარემო.