ახალგაზრდას ბრალად საკუთარი მამის მკვლელობა ედება, მას ელექტრო სკამი ემუქრება. თორმეტი ნაფიცი მსაჯული იკრიბება განაჩენის გამოსატანად: დამნაშავეა თუ არა. შეხვედრის დაწყებიდან ბრალდებულს თითქმის ყველა თვლის დამნაშავედ და თორმეტიდან მხოლოდ ერთმა მისცა საკუთარ თავს ეჭვი. და ის გადაწყვეტს დაარწმუნოს დანარჩენი თავის უდანაშაულობაში.
რეჟისორი პედრო ალმოდოვარი მარტოობის,საიდუმლოებების, ღალატის და მამაკაცებსა და ქალებს შორის რთული ურთიერთობების შესახებ გვიამბობს.
ორი ესპამენლი ქალის ჯენისის და ანას დრამატული ამბავი, რომლებიც ერთი და იგივე საავადმყოფოს პალატაში მოხვდებიან, სადაც ისინი მშობიარობას აპირებენ. ორივე მარტოხელაა და შემთხვევით დაორსულდნენ. შუახნის ჯენისი არ ნანაონს ამას და ბედნიერია. მოზარდი ანა შეშინებულია და წუხს. ჯენისი ცდილობს გაამხიარულოს ანა, როდესაც ისინი, როგორც მთვარეულები, საავადმყოფოს დერეფნებში დადიან. რამდენიმე სიტყვა, რომელსაც გმირები ამ დროს გაცვლიან, ძალიან მჭიდრო კავშირს შექმნის მათ შორის. ურთიერთობა შემთხვევით განვითარდება და მათ ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის.