დევიდ ეიმსს ყველაფერი აქვს: სიმდიდრე, კარგი გარეგნობა და მშვენიერი ქალბატონი გვერდით. მაგრამ როდესაც იგი თავის ნამდვილ სიყვარულს სოფიასთან პოულობს, მისი სახე საშინლად დამახინჯდება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს და იგი კარგავს ყველაფერს ... თუ არა ?
ჰენრი ადვოკატია, რომელიც გადარჩა დაჭრის შემდეგ, თუმცა მას აღარაფერი ახსოვს.მან თავიდან უნდა დაიწყოს ცხოვრება.საბედნიეროდ ჰენრის მოსიყვარულე ცოლი და ქალიშვილი ეხმარება.
საავტომობილო ავარიის შემდეგ კრიმინალისტი ფსიქოლოგი (ჰოლი ბერი) ხვდება, რომ ფსიქიური პრობლემები აქვს. მას ქმრის მკვლელობაში ადანაშაულებენ, მაგრამ თავად არაფერი ახსოვს. როდესაც იგი ცდილობს მეხსიერების აღდგენას და თანამშრომლების საკუთარ უდანაშაულობაში დარწმუნებას, შურისმაძიებელი სული მის ქმედებებს აკონტროლებს, რის შედეგადაც სხვები კიდევ უფრო რწმუნდებიან მის ბრალეულობაში...
ჯინი მწერალია, გათხოვილია და ორი შვილის დედაა. სახლში ის უცნაურ ცვლილებებს ამჩნევს. მის გარშემო ამას ვერავინ ხედავს. ოჯახის წევრები ამას მისი წიგნის დამთავრებისგან გამოწვეულ სტრესს აბრალებენ, მაგრამ ჯინი ხვდება, რომ რაღაც ბევრად ღრმა და შემაშფოთებელი ხდება. დედამისის სახლში ნაპოვნი ფოტოსურათის გამო ის იტალიაში გაემგზავრება, სადაც სხვა ქალად გადაქცეული, საკუთარი ვინაობის საიდუმლოს გაარკვევს.