როდესაც სამხედრო ადვოკატს, ლეიტენანტ დენიელ კაფის და მის თანამშრომელს ლეიტენანტ ჯოან გალოუეის მკვლელობის გამოძიებას დაავალებენ, ისინი ფარდას ახდიან საშინელ რიტუალს, რომლის მიღმაც შესაძლოა ოფიციალური პირი, პოლკოვნიკი ნეითენ ჯეზეპი დგას.

რუსი მწერლის, ბორის პასტერნაკის ნაწარმოების ეკრანიზაცია, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და დღეს კლასიკადაა აღიარებული.ომარ შარიფი და ჯული კრისტი ორ მთავარ გმირს განასახიერებენ, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ, მაგრამ ერთად ყოფნას ვერ ახერხებენ.

1914 წელი,აღმოსავლეთი აფრიკა.ჯინით გაჟღენთილი კაპიტანი ჩარლი თავის გემით ჩადის სოფელში,სადაც უბრწყინვალესი სემიუელის და მისი გაუთხოვარი დის როზის ქრისტიანული მისიაა.მათ ველურ აფრიკულ ჯუნგლებში თავი ისე უჭირავთ,თითქოს ჯერ კიდევ ინგლისში არიან.მაგრამ ომი აფრიკამდეც მივა. გერმანელი ჯარისკაცები მისიაში შეიჭრებიან და სემიუელს კლავენ.როზა კი გაიქცევა ჩარლისთან ერთად.მუდმივ ურთიერბრძოლაში მყოფი ქედმაღალი მისიონერი ქალი და უდარდელი კაპიტანი სახიფათო და რომანტიკულ თავგადასავლებში გაეხვევიან.