ტომ რიპლი ცდილობს მეგობარი დაარწმუნოს დაბრუნდეს სახლში, დაანებოს თავი მოგზაურობას და ფულის ხარჯვას. ტომის ოცნებაა ჰქონდეს ბევრი ფული და საზოგადოებაში თავისი ადგილი დაიმკვიდროს. სიმდიდრისგან გაზულუქებული მეგობრისგან თავგაბეზრებული ტომი გადაწყვეტს მოიცილოს ის თავიდან. მას გადაწყვეტილი აქვს თავად დაეპატრონოს ყველაფერს რაც მეგობარს ეკუთვნის.

ფედერალური აგენტი, რომელიც მაფიოზურ დაჯგუფებაშია შეგზავნილი თანდათან ხვდება, რომ მას ასეთი ცხოვრება ბევრად უფრო იტაცებს.

აშშ–ს მშვიდობიანი მოსახლეობა საფრთხეშა! ქალაქის მერმა ახალი კანონი მიიღო – ახლა ნებისმიერს შეუძლია პოლიციაში მუშაობა. წონა, სქესი, სიმაღლე და ჭკუანაკლებობა ახლა არაფერს ნიშნავს, პოლიციის აკადემიაში ნებისმიერს შეუძლია ჩაბარება. აკადემიის ლექტორები შოკში არიან და გადაწყვეტილი აქვთ ნებისმიერი გზით მოიცილონ სტუდენტების ეს ნაკრები. მაგრამ გამოცდები, ფიზმომზადება და გეი–ბარები არანაირად არ შეაშინებენ ახალბედებს!