იოსები, იაკობის ძეთა საყვარელი, შურიანმა ძმებმა მონებად გაყიდეს. ასე რომ, იოსები ეგვიპტეში აღმოჩნდა, სადაც ის ფარაონის მცველმა ფოტიფარმა იყიდა. იმისდა მიუხედავად, რომ იოსებმა უარყო მეპატრონის ცოლის წინადადება, იგი მრუშობაში დაადანაშაულეს და ციხეში ჩააგდეს. მაგრამ, სიზმრების ინტერპრეტაციის საჩუქრის წყალობით, იოსები ფარაონის სასამართლოში წარადგინეს და, ბედის ყველა პერიპეტიის მიუხედავად, გახდა უძველესი სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ადამიანი.

უიკენდზე დასასვენებლად წასული ლუიზა მამაკაცს მოკლავს, რომელიც მისი მეგობრის, ტელმას გაუპატიურებას შეეეცადა.ისინი გაიქცევიან და მათი დევნა ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. ამ დროს ორივე მათგანი ნამდვილი მეგობრობის ძალას და საკუთარი ხასიათის უჩვეულო თავისებურებებს აღმოაჩენენ.

მონსტრების მეჯლისი მოგვითხრობს რასისტი თეთრკანიანი მამაკაცის ისტორიას, რომელსაც შავკანიანი ქალი შეუყვარდება. ჰენკი ციხის ჯალათია, ისევე როგორც მისი შვილი სონი. ლეტიციას ქმარი კი ერთ–ერთი სიკვდილმისჯილია.

ახალგაზრდა, წარმატებულმა ფოტოგრაფმა თავისი სასიკვდილო ავადმყოფობის შესახებ შეიტყო... ეს გარემოება აიძულებს თავის განვლილ ცხოვრებას გადახედოს... ურთიერთობას საყვარელთან, დასთან, მშობლებთან.