გილბერტმა თავის ავადმყოფ ძმას და ჭარბი წონის მქონე დედას უნდა მოუაროს, რაც გილბერტის ახალ სასიყვარულო ურთიერთობას ხელს უშლის.

პირველ მსოფლიო ომამდე პარიზში ორი მეგობარი ცხოვრობდა - ავსტრიელი ჟიული და ფრანგი ჯიმი. ერთ დღეს მათ მუზეუმში უძველესი ქანდაკება ნახეს და შეუყვარდათ იგი. მალე მათ ცხოვრებაში გაჩნდა ქალი, რომელიც ძალიან ჰგავდა ქანდაკებას და მოხიბლა ორივე.