სემ დოუსონი, 40 წლის მამაკაცი 7 წლის მოზარდის IQ-ით, რომელიც მუშაობს მიმტანად. ასეთი მონაცემებით გადარჩენა გაუჭირდებოდა, შემთხვევითი ურთიერთობის ნაყოფი რომ არა მისი ქალიშვილი. ლუსი საკმაოდ ნორმალურ ადამიანად გაიზარდა და მამაზე ზრუნვა შეეძლო, მაგრამ ადგილობრივმა სოციალურმა სამსახურმა იგი მამას წაართვა. სემს სურს თავისი ქალიშვილის დაბრუნება. ამ საქმის განსახილველად ის ქირაობს ადვოკატს რიტა ჰარისონს. ამ საქმეზე მუშაობისას, თავად რიტა სწავლობს რამდენიმე გაკვეთილს იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო მშობელი..
სამხრეთ ამერიკის ციხეში ორი ადამიანი ერთსა და იმავე საკანშია, ერთი ჰომოსექსუალია უხამსი ქცევისთვის, მეორე კი პოლიტიკური მიზეზების გამო. სანამ პირველი ცდილობს რეალობისგან თავის დაღწევას, მეორე კი არსებული მდგომარეობის მიზეზებზე ფიქრობს. მათ მოუწევთ ისწავლონ ერთმანეთის გაგება და პატივისცემა.
მირიამი და ჯონი ელეგანტური წყვილია, თუმცა მათ ბნელი საიდუმლო აქვთ, ისინი ვამპირები არიან, ადამიანის სისხლით იკვებებიან. მირიამი 2000–ზე მეტი წლისაა. მან თავის საყვარელს, ჯონს უკვდავება აჩუქა და ისინი ერთად ნადირობენ.