ტაივანელი ამერიკელი მამამაკაცი ბედნიერად ცხოვრობს ნიუ-იორკში თავის მეგობარ ბიჭთან ერთად. ის გეგმავს ცოლად მოიყვანოს ჩინელი გოგონა, რომელსაც მოქალაქეობის მიღება სურს, რათა ამით დააწყნაროს მშობლები ტაივანში. ქაოსი იწყება, როცა მისი მშობლები მოულოდნელად ნიუ-იორკში ჩამოდიან.

ფეხბურთის გუნდის თავდამსხმელი პოლ ქრუვი და კოლეჯის ყოფილი ჩემპიონი და მწვრთნელი ნეით სკარბორო ერთ ციხეში ამოყოფენ თავს.მათ პატიმრების საფეხბურთო გუნდის შეკრება ევალებათ.სკარბორო მატჩის მსაჯადაა დანიშნული და პატიმრებს მოგებაში უნდა დაეხმაროს, მაგრამ თამაში გეგმის მიხედვით არ წავა.

რატომ არა აქვს დედამიწაზე ყველაზე ძლევამოსილ ადამიანს შეყვარების უფლება? განცხადება: შუახნის მარტოხელა მამაკაცს სურს ინტელიგენტური და სასიამოვნო ქალის გაცნობა. ჩემს შესახებ: სახელი და გვარი – ენდრიუ შეპერდი. ოჯახური მდგომარეობა – ქვრივი. ჰობი და ინტერესები – პოლიტიკა და სამუშაო. თანამდებობა – აშშ–ს პრეზიდენტი.

შირინისათვის იდეალური სპარსული ოჯახის წევრობა საკმაოდ რთულია:მშობლებმა არაფერი იციან სიყვარულზე შვილის თავისუფალი შეხედულებების შესახებ, მეგობარს კი არ ესმის თუ რატომ ვერ ეუბნება ის მათ ამას. ძმის ირანელ გოგოზე დანიშვნის შემდეგ, შირინი შეწინააღმდეგებას იწყებს.