ექიმი სეიერი ახალ წამალს გამოიგონებს, რომელიც ისეთი ავადმყოფების განკურნებაში უნდა დაეხმაროს, რომლებიც კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებიან. მაგრამ სეიერის გარდა, არავის სჯერა ამ ექსპერემენტალური წამლის მოქმედება. ექიმი რისკავს და იყენებს წამალს პრაქტიკაზე. და საოცრება ხდება: პაციენტი იღვიძებს 30 წლიანი ძილის შემდეგ.

ფილმი დიდებული ჩაპლინის ლონდონურ ცხოვრებას ადრეული ბავშვობიდან აღწერს. მუშაობა, კომუნისტებთან თანამშრომლობის ბრალდებით მისი შვეიცარიაში იძულებითი გამგზავრება, ჰოლივუდში ტრიუმფალური დაბრუნება და დიდებული "ოსკარი" – ფილმში ქრონოლოგიურად ენაცვლება ერთმანეთს ჩარლი ჩაპლინის ცხოვრების ამსახველი კადრები.

ნებისმიერმა დედამ, თავის ქალიშვილზე უკეთესად იცის, რა არის საჭირო მისი ბედნიერებისთვის. ავრორა გრინუეის, ძალიან უყვარს თავისი ქალიშვილი ემა, მაგრამ ყოველთვის არ ამჟღავნებს ამას. იმის შემდეგ, რაც ავრორა დაქვრივდა, მას მოუწია ბავშვის აღზრდა დამოუკიდებლად. გავიდა წლები, გოგონა გაიზარდა, გათხოვდა და გაფრინდა მშობლიური ბუდიდან. ახლა, როდესაც ავრორა მარტო დარჩა, დროა პირად ცხოვრებაზეც იფიქროს.