მშვენიერი თინა მშობიარობისას იღუპება, მაგრამ გარდაცვალებამდე ახერხებს რვა წერილის დაწერას ახალშობილი ქალიშვილისთვის ანჯალისთვის. ბოლოში, რომელსაც გოგონა რვა წლის ასაკში კითხულობს, დედა უანდერძებს მას, რომ დაეხმაროს მამას სხვა ანჯალთან გაერთიანებაში, რომელიც ერთხელ თინასთან ბედნიერებისთვის სიყვარულს შესწირა. ანჯალი დღეს ახლახან ქორწინდება და გოგონას ბევრი წინაღობის გადალახვა დასჭირდება, რათა ყველაფერი კარგად იყოს და ყველამ იმღეროს სიცოცხლის დამადასტურებელი ბოლო სიმღერა.
ახალგაზრდა ფინი სტუდენტია ბერკლიდან, რომელიც საზაფხულო არდადეგებზე ბებიასთან ჩამოდის იმისთვის, რომ ქალაქის ხმაურს და ქაოსს მოსცილდეს და სადიპლომო ნაშრომი დაწეროს. მყუდრო მისაღებ ოთახში ყოველ დღე იკრიბებიან ბებიას უახლოესი მეგობრები და ჩაის სმასთან ერთად, ყვებიან ისტორიებს და აუჩქარებლად კერავენ ნაჭრის საბანს. ფინი ხანში შესული ქალბატონებისგან უამრავ ისტორიას მოისმენს ბედნიერებაზე და უბედურებაზე, ერთგულებაზე და ღალატზე, სიძულვილზე და ნამდვილ სიყვარულზე, წყენაზე და პატიებაზე, რითაც ბევრს ისწავლის ცხოვრების შესახებ. და ახლა ფინის სადიპლომოზე მნიშვნელოვანი გამოცდის ჩაბარება მოუწევს - მან სურვილებში გარკვევა, საკუთარი თავის შეცნობა და ცხოვრებაში ადგილის პოვნა უნდა შეძლოს.
ლამაზმანი გვენი და მომხიბლავი ედი – ჰოლივუდის ცნობილი წყვილია არა მარტო ეკრანზე, არამედ ცხოვრებაშიც. ქვეყანა მოუთმენლად ელოდება მათ ახალ ფილმებს და დიდი სიამოვნებით ადევნებს თვალს მათ ოჯახურ ბედნიერებას, მაგრამ ამერიკის ფავორიტებმა მაყურებელთა იმედები არ გაამართლეს და მოულოდნელად წაიჩხუბნენ. კინოსტუდიასთვის ეს კატასტროფაა – წყვილმა ხომ თავის ახალ ფილმს რეკლამა უნდა გაუკეთოს. ყოფილ ცოლ-ქმარს უნდა აიძულონ ერთმანეთის ისევ შეყვარება, ერთი პრეს-კონფერენციისათვის მაინც. ეს სახიფათო მისია ეკისრება კიკის – გვენის დას და თან ასისტენტს... მაგრამ იმის მაგივრად, რომ ედის შეყვარება აიძულოს, კიკის თვითონ უყვარდება...