ფილმში აღწერილი მოვლენები ოსკარ შინდლერის თვალითაა დანახული. შინდლერმა თავის ქარხანაში მომუშავე ათასზე მეტი ებრაელის სიცოცხლე იხსნა ნაცისტებისგან.
რომან პოლანსკის ფილმი "პიანისტი" ვლადისლავ შპილმანის ბიოგრაფიის ეკრანიზაციაა. ებრაელ-პოლონელი პიანისტი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ცხოვრობდა და იმალებოდა ვარშავაში და სასწაულებრივად გადარჩა.
მეორე მსოფლიო ომის დროს მომხდარი სასიყვარულო ისტორიები. რეჟისორ ენტონი მინგელას ფილმი ლადისლაუს ალმასის ბიოგრაფიის მიხედვით.
რეიფ მაკკოულისა და დენი უოკერის დიდი ხნის მეგობრობა სერიოზულ გამოცდას გადის, როცა ეს ორი უმაღლესი კლასის მფრინავი და საზღვაო ექთანი ეველინ ჯონსონი სასიყვარულო სამკუთხედში ხვდებიან. მაგრამ ეს დაპირისპირება მეტოქეებად ქცეულ მეგობრებს შორის უმალ წყდება, როდესაც ისინი 1941 წლის 7 დეკემბერს პერლ ჰარბორში იაპონელების დამანგრეველი შეტევის შუაგულში აღმოჩნდებიან.