ეს გახლავთ რეჟისორ ელია კაზანის სოციალური კრიტიკით აღსავსე განგსტერული ფილმი პორტის ყოფილი მუშაკის, მტვირთავის შესახებ, რომელიც ნიუ -იორკის პორტში მომუშავეთა პროფკავშირების კორუფციის მონაწილეა. ფილმს მიღებული აქვს 8 ოსკარი.
გოგონა მთვარეულია და ძილში ლაპარაკისას ქალაქ საილენტ ჰილს ახსენებს. მშობლები მას ძილში ნახსენებ ადგილას წაიყვანენ. გზაში ისინი ავტოავარიაში მოყვებიან და გოგონას დაკარგავენ. ისინი შვილის ძებნას შეუდგებიან, მაგრამ ჯერ არ იციან იმ ხიფათის შესახებ, რაც საილენტ ჰილში იმალება.
ლამაზმანი ლორა ბერნი, ქმრის მარტინის ეჭვიანობისგან და აგრესიულობისგან სიგიჟის ზღვრამდეა მისული. მან არ იცის როგორ გაექცეს ქორწინებას, რომელიც მისთვის წამებად იქცა. ის სარისკო ინტრიგას გეგმაქვს... გადაწყვეტილებას მიიღებს საკუთარი სიკვდილი გაითამაშოს...
დაქვრივებული მამა ცდილობს თავის ქალიშვილთან, რომელიც დანაკლისს ძლიერ განიცდის, ურთიერთობა მოაგვაროს. გოგონას გამოგონილი მეგობარი ჰყავს. თანდათან ეს მეგობრობა მეტად საშიში ხდება, მეგობარი კი სულ უფრო რეალური.