სინჯაის მეხსიერების პრობლემები აქვს, მას შემდეგ რაც მეგობარი გოგონას მკვლელის ვინაობის გარკვევას ცდილობს. მისი მეხსიერება მხოლოდ 15 წუთს გრძელდება, მერე მას აღარ ახსოვს რა იყო 15 წუთის წინ.

სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, პოლიციის დეტექტივმა ანდრე სტენდერმა სასტიკ მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა და ამის შემდეგ გადაწყვიტა სისტემიდან, რომლის წევრიც იყო, თავი დაეღწია. სტენდერმა ორმაგი ცხოვრება დაიწყო - სამსახურში შესვენებაზე ძარცვავს ბანკებს, შემდეგ კი, დანაშაულის ადგილზე გამომძიებლის სტატუსით ბრუნდება.

ფილმის მოვლენები ბრუკლინის გარეუბანში ვითარდება. თინეიჯერი ფრენკი გარბის მეგობრებთან იმ დამთრგუნველი ატმოსფეროდან, რომელიც მის ოჯახში სუფევს. თავისი სექსუალური იდენტობის დალაგების მცდელობისას ფრენკი იწყებს ხანდაზმულ მამაკაცებთან შეხვედრას. პარალელურად ახალგაზრდა გოგონასთან აწყობს ურთიერთობას. ფრენკი იკვლევს საკუთარ თავს და მის სურვილებს, რათა გაიგოს, რა იზიდავს მას უფრო მეტად. თუმცა, ცოდნის ამ გზას შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს.