კრიზისი, ძებნა, წარმოსახვა, ინტელექტუალური კლიმატი, შეუწვიტავი სუბიექტური და ობიექტური დინება და, რა თქმა უნდა, უამრავი ქალი, მთავარი გმირის ირგვლივ, მისი ილუზიური გარემო, რომელშიც ის ყველას გამონაკლისის გარეშე უყვარს.

პუ-ის დრამატული ისტორია, ჩინეთის უკანასკნელი იმპერატორი,დიდი ქვეყნის უკანასკნელი იმპერატორის ისტორია.გარე სამყაროდან იზოლირებული, ის მუდამ მიისწრაფოდა დახურული ქალაქიდან. მას მთელი გზის გავლა მოუწია მწვერვალიდან უფსკრულამდე.

ფილმი კლასიკური მუნჯი ხელოვნების ნიმუშია, რომელიც გადაღებულია რეჟისორ სერგეი ეიზენშტეინის მიერ 1925 წელს.იგი ეფუძნება 1905 წლის რუსული რევოლუციის დროინდელ რეალურ მოვლენებს.ფილმს დიდი გავლენა ჰქონდა კინოს განვითარებაზე და ნიმუშია მონტაჟის ხელოვნებისა.

მეორე მსოფლიო ომის დროს მომხდარი სასიყვარულო ისტორიები. რეჟისორ ენტონი მინგელას ფილმი ლადისლაუს ალმასის ბიოგრაფიის მიხედვით.

ვილი და ედდი- უსაქმურები და მოთამაშეები. მათი ცხოვრება ისეთივე ჭუჭყიანი და უვარგისია, როგორც მანჰეტენის კვარტალი სადაც ისინი ბინადრობენ. მაგრამ ერთხელად ვილისთან უნგრეთიდან ჩამოდის ნათესავი გოგონა ევა და თანდათანობით მეგობრები იცვლებიან.