1893 წელს განდი სამხრეთ აფრიკაში მატარებლიდან გადმოაგდეს იმის გამო, რომ იგი ინდოელი იყო და პირველი კლასის ვაგონით მგზავრობდა. აფრიკაში კანონი ინდოელების წინააღმდეგ იყო , მან კი გადაწყვიტა მშვიდობიანი საპროტესტო კამპანია წამოეწყო სამხრეთ აფრიკაში ინდოელთა უფლებების დასაცავად. მრავალი დაპატიმრებისა და მსოფლიოს ყურადღების მიპყრობის შემდეგ, მთავრობამ საბოლოოდ აღიარა ინდოელების უფლებები. ამ გამარჯვების შემდეგ განდი ინდოეთში დაბრუნდა სადაც მას როგორც გმირს ისე შეხვდნენ. ამის შემდეგ მან ბრიტანეთის იმპერიისგან ინდოეთის დამოუკიდებლობისთვის დაიწყო ბრძოლა. განდის სამშვიდობო-საპროტესტო აქციები მსოფლიოს მასშტაბით უპრეცენდენტო რაოდენობის ინდოელს მოიცავდა.

1942 წელი. ბრძოლა სტალინგრადთან. გერმანელები, მაიორ კენინგს განსაკუთრებულ დავალებაზე აგზავნიან. ეს გამოცდილი პროფესიონალი, ერთადერთია, ვისაც შეუძლია რუსი ლეგენდარული სნაიპერის - ვასილი ზაიცევის დამარცხება.