შეხედულებით საზიზღარი, მაგრამ შინაგანად კეთილი გრიუ ცდილობს მსოფლიოში ნომერ პირველი ბოროტმოქმედის სახელი დაიმკვიდროს. ამისათვის ის გადაწყვიტავს მთვარე მოიპაროს, თავისი შექმნილი მინიონების არმიის დახმარებით. საქმეს კონკურენტები ართულებენ, ყველაფერთან ერთად მას ხელს უშლის ოჯახური მდგომარეობაც - გრიუ იძულებულია სამ ობოლზე იზრუნოს.
ახალდაქორწინებული წყვილი, რომელიც ოჯახის შექმნას ახლა იწყებს ბევრ ცხოვრებისეულ გაკვეთილს მიიღებს მათი მოუსვენარი და ცელქი ლაბრადორისაგან,სახელად მარლი.
თავგადასავალი რომანტიკოსი, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ არაფერი იქნებოდა უარესი, ვიდრე წიგნის ტურში ჩარჩენა თავის მოდელთან ერთად, სანამ გატაცების მცდელობა ორივეს ჯუნგლების თავგადასავალში არ გადაიტანს და დაამტკიცებდა, რომ ცხოვრება შეიძლება იყოს უფრო უცხო და რომანტიული, ვიდრე ნებისმიერი. მისი ქაღალდის მხატვრული ლიტერატურა.
ლეგენდარული ვოკალისტები ლუისი და ფლოიდი, რომლებიც თითქმის ოცი წელი ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ, გადაწყვეტენ გამართონ ერთობლივი კონცერტი. კონცერტი, რომელიც მათი ჯგუფის დაღუპული ლიდერის ხსოვნას მიეძღვნება. მშვენიერი კლეო კი, რომელიც ფლოიდის შვილი ჰგონიათ, მათთან ერთად მოგზაურობს.
ეს ისტორია, ცოდვის ქალაქში, ორი ადამიანის თავს დატრიალდა. აღვირახსნილი ღამის მეორე დილით წყვილი აღმოაჩენს, რომ დაქორწინებულები არიან. ერთ-ერთი მათგანი კი მეორის 25 ცენტიანით დიდ ჯეკპოტს მოხსნის. ჯეკპოტის დასაკუთრებისათვის ბრძოლის პროცესში კი მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ.
ათეულობით ლოს-ანჯელესელი ვალენტინის დღეს სისხამ დილას ხვდება და შუაღამემდე აღნიშნავს. აქედან სამი წყვილი ერთად გაიღვიძებს, მაგრამ თითოეული ურთიერთობა მალე საპნის ბუშტივით გაქრება. ღირს კი რომელიმე გადასარჩენად? დაწყებითი სკოლის მოსწავლე ბიჭს თავისი პირველი, ნამდვილი სიყვარულისათვის ყვავილები სჭირდება. ორი უფროსკლასელი ბიჭი პირველი სექსის ღამეს გეგმავს; სპორტული გადაცემის რეპორტიორი დავალებას იღებს ლოს-ანჯელესში რომანტიკული თავგადასავალი იპოვნოს. ცნობილი ფეხბურთელი თავის მომავალზე ოცნებობს. ორი უცხო ადამიანი ერთმანეთს თვითმფრინავში ხვდება. ბებია და ბაბუა უკვე წლებია ერთად არიან და მათ ახლა კრიზისი აქვთ. ხოლო ვახშამი, სახელწოდებით "მე ვერ ვიტან ვალენტინის დღეს" მარტოსულებს და მოტყუებულებს ელოდება. მოასწრებს თუ არა, თავის საქმეს კუპიდონი შუაღამემდე?