უიკენდზე დასასვენებლად წასული ლუიზა მამაკაცს მოკლავს, რომელიც მისი მეგობრის, ტელმას გაუპატიურებას შეეეცადა.ისინი გაიქცევიან და მათი დევნა ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. ამ დროს ორივე მათგანი ნამდვილი მეგობრობის ძალას და საკუთარი ხასიათის უჩვეულო თავისებურებებს აღმოაჩენენ.

ბანდის ლიდერი ტონი, მის გუნდთან ერთად ბრილიანტს მოიპარავს, მაგრამ პოლიციელად გადაცმულმა კრიმინალმა ლინგმა იცის ვის აქვს სინამდვილეში ნადავლი და ამიტომ ტონის ქალიშვილს მოიტაცებს გამოსასყიდისათვის. საუბედუროდ ახლა ბრილიანტი აღარც ტონის აღარ აქვს. სანამ იგი უგზოუკვლოდ ეძებს შვილს და სამკაულს, ტონი სახელმწიფო აგენტს გადაეყრება, რომელიც ადრე ლინგთან ერთად მუშაობდა და მასაც შურისძიება ამოძრავებს.

სემი, ყოფილი როდეოს ჩემპიონი ალიასკაზე ცხოვრობს , ღვთისაგან მიტოვებულ ქალაქში. ელვუდი ორ მამაკაცთან ერთად იმავე სასტუმროში დაბინავდება , სადაც სემი ცხოვრობს. აღმოჩნდება, რომ ელვუდი დანაშაულთანაა დაკავშირებული, რომელმაც ცოტა ხნის წინ ქალაქი შეძრა ...