ცოლ-ქმარ ოლივერ და ბარბარა როუზებს, ბედნიერი და მშვიდი ცხოვრება ჰქონდათ. მაგრამ ის, ხანმოკლე აღმოჩნდა. თანდათან ოჯახური უთანხმოებები ნამდვილ ომში გადაიზარდა. სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია. და მათ ის გადადგეს.

ოთხი ქორწილი და ერთი დაკრძალვა ბრიტანული კომედიაა ინგლისელი მამაკაცის, სახელად ჩარლისა და ამერიკელი ქალის, კერის შესახებ, რომლებიც რამოდენიმეჯერ ხვდებიან ერთმანეთს სხვადასახვა ქორწილზე, სანამ საბოლოოდ გადაწყვეტენ, რომ ნამდვილად ერთმანეთისთვის არიან შექმნილები.

სურათის მოქმედება ვითარდება შუა საუკუნეების ინგლისის ფუნდუკში. ამ ფილმში რეჟისორმა ითამაშა "ჩესერის" როლი, ის არის ერთ-ერთი მსმენელი ოთხი ნოველის, რომელსაც ყვებიან მგზავრები.

ბობ მუნროს სამსახურში პრობლემები აქვს. მას პრეზენტაციის ჩატარება დაავალეს კოლორადოს კლდოვან მთებში, მაგრამ ბობი ოჯახთან ერთად, ჰავაიზე გამგზავრებას აპირებდა. მას მოუწევს გეგმების შეცვლა ისე, რომ სამსახურიც შეინარჩუნოს და ოჯახთან ერთადაც გაატაროს დრო.