ფრანსუა მერლინი ჯაშუშური რომანების ავტორია, რომელმაც უკვე 42 რომანი დაწერა საიდუმლო აგენტ ბობ სენტ-კლერზე. ის მუდამ საბეჭდ მანქანასთან ზის და მუშაობს რის გამოც ცოლმა მიატოვა, მაგრამ მისი რედაქტორი შარონი ყოველთვის უკმაყოფილოა მერლინის ნამუშევრებით და უფრო უკეთესს ითხოვს.

მიუხედავად იმისა რომ იგი 35 წლის არის, ალექსი 13 წლის ბავშვივით იქცევა. მთელ დღეებს და საღამოებს ვიდეო თამაშების გატესტვაში და იქს-ბოქსის ახალი თამაშის შექმნაში ატარებს. მაგრამ მას სახლიდან გააგდებენ და ამიტომ ბებიასთან გადასვლა უწევს.

ახალგაზრდა ფინი სტუდენტია ბერკლიდან, რომელიც საზაფხულო არდადეგებზე ბებიასთან ჩამოდის იმისთვის, რომ ქალაქის ხმაურს და ქაოსს მოსცილდეს და სადიპლომო ნაშრომი დაწეროს. მყუდრო მისაღებ ოთახში ყოველ დღე იკრიბებიან ბებიას უახლოესი მეგობრები და ჩაის სმასთან ერთად, ყვებიან ისტორიებს და აუჩქარებლად კერავენ ნაჭრის საბანს. ფინი ხანში შესული ქალბატონებისგან უამრავ ისტორიას მოისმენს ბედნიერებაზე და უბედურებაზე, ერთგულებაზე და ღალატზე, სიძულვილზე და ნამდვილ სიყვარულზე, წყენაზე და პატიებაზე, რითაც ბევრს ისწავლის ცხოვრების შესახებ. და ახლა ფინის სადიპლომოზე მნიშვნელოვანი გამოცდის ჩაბარება მოუწევს - მან სურვილებში გარკვევა, საკუთარი თავის შეცნობა და ცხოვრებაში ადგილის პოვნა უნდა შეძლოს.

უილ რენდალი ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს. დღისით - წარმატებული წიგნის გამომცემელია, ღამით - ქვესკნელის პროდუქტი, მხეცი, რომელიც კლავს ყველა ცოცხალ არსებას. მაგრამ ასეთი ცხოვრება მას არ თრგუნავს – დაუსჯელი და თავისუფალია, მტაცებლის ინსტინქტები კი მხოლოდ სიცოცხლეში ეხმარება. ის მხოლოდ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ადამიანია, თვალებში ჩახედე - ეს მგლის თვალებია!

ცხოვრება, რომელიც შეიძლება იყოს შენი საკუთარი... მოხუცი კაცის ცოლს იზიდავს მათი მეზობლის ვაჟი, რომელიც ქალის ასაკთან უფრო ახლოსაა...