ინგლისელი ჟურნალისტი სიუ ინდოეთში ჩადის,რათა გადაიღოს დოკუმენტური ფილმი ინდურ რევოლუციაზე.იგი დელის უნივერსიტეტიდან იწვევს სტუდენტებს დასახმარებლად.ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან, თუმცა ყველა თავისებურად საინტერესოა.

ლენი რვა წლის გოგონაა, რომელიც ცხოვრობს მდიდარ ქალაქ ლაჰორში 1947 წელს. ის ტკბება თბილი და მშვენიერი ცხოვრებით, რომელსაც უზრუნველყოფენ მისი მოსიყვარულე მშობლები და ოთხი ძიძა. ლენი ყოველდღე მიდის ახლომდებარე დედოფლების ბაღში თავის საყვარელ ძიძასთან, მაცდუნებელ ღიმილიან ახალგაზრდა ქალთან ერთად.

ისტორია ტყუილსა და შურისძიებაზე. აშშ–ს ელიტარული სპეცრაზმელები რომელთაც ბოლივიის ჯუნგლებში გამანადგურებელ მისიაზე გააგზავნიან. გუნდი: კლეი, ჯენსენი, როქი, პუჩი და კოგარი, მაქსის სახელით ცნობილი ძლიერი მტრის მიერ მოწყობილი სასიკვდილო ღალატის მსხვერპლი გახდებიან. როდესაც ისინი დაღუპულებად ჩაითვლებიან, მათ ახალი გეგმების დასახვაში მისტიური აიშა ეხმარებათ. ერთიანი ძალით ისინი ფარულად მაქსს უთვალთვალებენ. ამ ულმობელ კაცს კი გადაწყვეტილი აქვს მსოფლიოში ახალი მაღალტექნოლოგიური ომი წამოიწყოს.