კრისი მეგობრებთან ერთად ავტოკატასტროფაში ხვდება. კომაში გატარებული 4 წლის შემდეგ ნერვიული მოშლილობის კომპლექსებით იტანჯება. სამუშაოდ ბანკში დამლაგებლად ეწყობა. კრისს თავდაჯერებულობას ახალი მეგობარი გარი ჰმატებს, მაგრამ არ არის გამორიცხული ის სპეციალურად შედიოდეს ნდობაში ინვალიდთან, რათა ბანკთან უფრო ახლოს მივიდეს.
ახალგაზრდა მძარცველები თავზეხელაღებულ აფიორას გეგმავენ, რომლის შედეგადაც მათ ხელში 20 მილიონი ხვდება. საქმე იმით რთულდება, რომ მათ კვალს არანაკლებად ძლიერი მეტოქე - პოლიციის დეტექტივი ჯეკ უელსი მოჰყვება.
კარენ მაკკოი მრავალწლიანი პატიმრობიდან გაანთავისუფლეს, მას მხოლოდ ის გააჩნია, რაც აცვია. ადრე იგი ბანკის მძარცველი იყო, მაგრა ახლა გადაწყვეტილება მიიღო, რომ აღარ მიუბრუნდეს თავის კრიმინალურ წარსულს და დარჩენილი სიცოცხლე შვილს მიუძღვნას.