ჩუნ ხო ადრე მსახურობდა სეულის პოლიციის ელიტარულ ქვედანაყოფში. ახლა კი ის არის ჩვეულებრივი სუტენიორი, რომელიც მთლიანობაში კმაყოფილია თავისი ცხოვრებით. ერთადერთი რაც მას აწუხებს- "გოგოები გამოძახებით" ხშირად გარბიან მისგან. როგორი უმადურნი არიან ისინი! ჩუნ ხო აძლევს მათ ავანს, საქმეებს არჩევს კლიენტებთან, უქმნის მათ სამუშაო პირობებს. ერთხელ ჩუნ ხო შეამჩნევს უცნაურ კანონზომიერებას: ყველა გაქცეული გოგონა იყო შეკვეთილი ერთი და იმავე სატელეფონო ნომრიდან.
ფილმში მოქმედება 1930იანი წლების კორეაში და შანხაიში ვითარდება, როცა ისინი იაპონიის მიერ იყო ოკპირებული. მთავრობა ქმნის საიდუმლო დაქირავებული მკვლელების ჯგუფს რათა გადაჭრას პრობლემები ...
რუსეთის, ჩინეთის და ჩრ. კორეის საზღვარი. ვალებით დამძიმებული და სიღარიბის ზღვარზე მცხოვრები კაცი თანხმდება გახდეს დაქირავებული მკვლელი. ეს - მისი უკანასკნელი შანსია ოჯახის უზრუნველსაყოფად. მან ცოტა რამ თუ იცის მოსალოდნელი მსხვერპლის შესახებ. მაგრამ ამავე დროს არც წარმოდგენა აქვს როგორ ორჭოფულ მდგომარობაში ჩავარდება მალე.