იაპონია, მე-16 საუკუნე. ჰიდეტორის ხანდაზმული მმართველი აცხადებს თავისი ქონების გაყოფას სამ ვაჟს შორის. ორი უფროსი ვაჟის ერთგულების ცრუ გარანტიებით მოტყუებული, ჰიდეტორი ასახლებს უმცროსს, რომელმაც გაბედა იმის მტკიცება, რომ მამის გადაწყვეტილება მთელ მათ ოჯახს სიკვდილს მოუტანდა. მზაკვრული ღალატის მსხვერპლი რომ გახდა, მმართველი გონებას კარგავს და მის მემკვიდრეებს შორის დაუნდობელი ძმათამკვლელი ომი იწყება.

6 წლის ბიჭის გატაცების და მკვლელობისთვის გადატანილი 13 წლიანი პატიმრობის შემდეგ, მშვენიერი ლი გუემ-ჯა ბიჭის სიკვდილისთვის ნამდვილი დამნაშავის მიმართ შურისძიებას იწყებს. თავისი მეგობრების და ქალიშვილის დახმარებით ის უფრო და უფრო უახლოვდება თავის მიზანს. მაგრამ მოუტანს კი მისი ქმედებები იმ შვებას, რომლისკენაც ის მიისწრაფის?

რიუ ყრუა, მისი და კი მძიმედ ავადაა და მხოლოდ ტრანსპლანტაცია თუ გადაარენს, რისი ფულიც ოჯახს არ აქვს. ერთხელაც, რიუ მეგობარ გოგონასათან ერთად გადაწყვეტს მოიტაცოს ყოფილი უფროსის ქალიშვილი, გამოსასყიდის მიღების მიზნით.

ნიკი - მსხვილი კომპანიის მენეჯერია, მშვიდი და ზრდილობიანი ადამიანი შესანიშნავი მეოჯახის რეპუტაციით. მისი ცხოვრება მშვენიერი იყო მანამ, სანამ მოწმე არ გახდა იმისი, რამაც სრულიად შეცვალა. იმ საშინელ ღამეს მასში ჩასახლებული სისასტიკე არწმუნებს, რომ თავისი ოჯახის დასაცავად არაფრის წინაშე არ დაიხევს უკან.