მოხერხებული თაღლითი - ფრენკ აბიგაილ უმცროსი, თავს ასაღებს ექიმად, ადვოკატად და პილოტად და ყველაფერი ეს მანამ, სანამ 21 წლის გახდება. დოკუმენტების ოსტატურად გამყალბებელი, იგი ფედერალური ბიუროს აგენტ კარლ ჰენრატის ყურადღებას იპყრობს,რომელიც ფრენკის გისოსებს მიღმა მოთავსებას დაისახავს მიზნად.

ტექხასის არატიპიური რეინჯერი იწყებს ომს ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ. მისი უგუნურება და სამხედრო ჩვევები, ორმხრივი სროლის შემდეგ კლავს მის მეწყვილეს.ეს ყოველივე გარაუვალს ხდის საბოლოო შეტაკებას ნარკო ბარონსა და რეინჯერს შორის, საქმეში ფიგურირებს ქალი, რომელიც ორივეს უყვარს.

როდესაც ბრუკლინში ავტობუსი ფეთქდება და ნიუ-იორკის ქუჩებში სისხლიანი ტერორი იწყება, ხაბ ხაბატი, ფედერალური ბიუროს ანტიტერორისტული ქვედანაყოფის მეთაური ბრძანებას იღებს, რომ დააკავოს დამნაშავეები. ელიზა კრაფტი კი ცენტრალური დაზვერვის სამმართველოს საიდუმლო აგენტია. ხაბი და ელიზა ერთიანდებიან ტერორიზმთან ბრძოლაში, მაგრამ ეს საკმარისი არაა.

ფილმი გადაღებულია რეალურ მოვლენებზე. დეტექტივი ბად კარტერის გამოძიების შედეგად ჯესი ვეილანდი უნდა დააპატიმრონ, ის დაქირავებული მკვლელია კრიმინალური სინდიკატიდან. ვეილანმა იცის, რომ ციხეში მოხვედრით იგი დაკარგავს თავის ოჯახს და გადაწყვეტს გახდეს კარტერის ინფორმატორი…