რობერტ დე ნირო ასრულებს ტრევის ბიკლის - დიდი ქალაქის დეგრადაციისა და ამორალობის წინააღმდეგ ამბოხებული ვიეტნამის ომის ვეტერანის როლს, რომელიც ღამის ცვლის ნიუ-იორკელ ტაქსისტს განასახიერებს.

ტედ კრამერი კარიერისტია, მისთვის სამსახური ოჯახზე მეტს ნიშნავს. მის ცოლს, ჯოანას ამის ატანა აღარ შეუძლია და ქმრის მიტოვებას გადაწყვეტს. ტედი იძულებულია ოჯახზე და პატარა შვილზე, ბილიზე იზრუნოს. როცა ტედი ახალ პასუხისმგებლობას შეეგუება, ჯოანა კვლავ გამოჩნდება შვილის დასაბრუნებლად. თუმცა ტედი არ დათმობს ბილის და ცოლ-ქმარი სასამართლოს მიმართავს შვილზე მეურვეობის მოსაპოვებლად.

ფილმი "მოუხელთებელი" გვიამბობს მაგარი პოლიციელის დეტექტივ ფრეიზერის შესახებ , რომელიც ცდილობს ჭკუით აჯობოს მოხერხებულ ბანკის მძარცველს. ამ სახიფათო კატა-თაგვობანას თამაშისას ,გაუთვალიწინებელი პიროვნება გამოჩნდება, რომელიც ისედაც დაძაბულ სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებს...

მთავარი გმირი – ჯონ სმიტი გემით ევროპიდან მიემგზავრება. კაპიტნის განცხადებით, ეკიპაჟი ბედნიერებასთან, წარმატებასთან და დიდებასთან შესახვედრად მიემგზავრება. თავად კაპიტანი მზადაა ოქრო მოიპოვოს. ამერიკაში კი ინდიელები ცხოვრობენ და ზღაპარიც პრინცესა პოკაჰონტასზე მოგვითხრობს.

პეტროქსის ნავთობის საძიებო ექსპედიცია, რომელსაც ეშმაკურად შეუერთდა პალეონტოლოგი და კონსერვატორი ჯეკ პრესკოტი, გაგზავნილია წყნარი ოკეანის ცოტა შესწავლილ კუნძულზე. გზად ექსპედიცია გადაარჩენს გემის ჩაძირულ ჰოლივუდის ვარსკვლავს, დუანს. კუნძულზე ნავთობის მუშები ხვდებიან გიგანტურ გორილას, რომელსაც ადგილობრივები კონგს უწოდებენ. მაიმუნი იტაცებს დუანს, მაგრამ პრესკოტი ახერხებს მის განთავისუფლებას. ექსპედიციის ლიდერი გადაწყვეტს, რომ რადგან კუნძულზე ნავთობი ვერ მოიძებნა, შესაძლებელია მისგან მინიმუმ მაიმუნის გამოყვანა და ფულის გამომუშავება ნიუ-იორკის საზოგადოებისთვის ჩვენებით. თუმცა პირველი სპექტაკლის დროს კონგი თავისუფლდება და იწყებს მის გზაზე ყველაფრის განადგურებას..