ბონი და კლაიდი ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული ისტორიაა, სადაც განგსტერების წყვილი ბონი და კლაიდი,ძარცვავენ ბანკებს ამერიკის სხვადასხვა ქალაქებში.

ფილმი ამერიკის პირველ პოლიტიკოსზე ჰარვი მილკზე, რომელმაც ღიად აღიარა თავისი ჰომოსექსუალური მიდრეკილებები. ის აირჩიეს ქალაქის მთავრობაში და კამპანია ჩაატარა გეებისა და ლესბოსელების უფლებების შესახებ კანონპროექტის მისაღებად.

15 წლის მიხაელ პოლაშკა და მისი ახალგაზრდა, მიმზიდველი დედა ერთ დღეს ქუჩაში რჩებიან უსახლკაროდ. დედა-შვილი, რომელიც აქამდე ბერლინის ერთ-ერთ მდიდრულ უბანში უზრუნველად ცხოვრობდა, ახალ ვითარებას უნდა შეეგუოს. ფილმის მოქმედება ბერლინის თურქულ უბანში, "ნოი-კიოლნში" გრძელდება. პოლაშკა უბანში მოქმედი ბანდისა და მისი სასტიკი კანონების პირისპირ მარტოდმარტო აღმოჩნდება. თავის გადასარჩენად ის შეტევაზე გადადის.

შექსპირის შეუდარებელი პიესა თანამედროვე თვალთახედვით. ვერონა უზარმაზარი მეგაპოლისი გახდა, მანტეფი და კაპულეტი მაფიოზურ დაჯგუფებებად გადაიქცნენ და ცეცხლსასროლი იარაღით უპირისპირდებიან ერთმანეთს ქალაქის ქუჩებში.მაგრამ რომეო და ჯულიეტა მოზარდებად დარჩნენ, შექსპირის სიტვები კი ქუჩის მებრძლებისგან გაისმის და ნარკომანებისგან. დრო იცვლება, ადამიანები იცვლებიან, ნამდვილი სიყვარული კი – მარადიულია...