თხეგიკი - კორეის ნაციონალური დროშის სახელია. ფილმის ერთ-ერთი გმირის დავალებაა ამ დროშის პეკტუსანის მთაზე აღმართვა, კორეის ომის დროს, კომუნიზმზე გამარჯვების ნიშნად. ეს ფილმი არის ორ ძმაზე, რომლებიც ტრაგიკულმა გარემოებამ ერთმანეთს გაჰყარა.
ახლგაზრდა ახალწვეული, კრის ტეილორი, გამოუცდელი მოხალისე ჯარისკაცია ვიეტნამში. ამ კონფლიქტის შესახებ აზრი მას შემდეგ ეცვლება, რაც მისი თანამემამულეების მიერ ჩადენილი მკვლელობებისა და ძალადობის მოწმე გახდება.
ამ დრამატულ კომედიაში, ბარი ლევინსონი რადიო-რეპორტიორის, ადრიან კრონაუერის ყოველდღიურ ცხოვრებას წარმოგვიდგენს. საიგონში, ვიეტნამის ომის დროს, ადრიანი, რომლის როლსაც რობინ უილიამსი დამაჯერებლად ასრულებს, შეიარაღებული ძალების რადიო-სადგურის წამყვანია. თავისი სასაცილო პროვოკაციების გამო, მალე მას უფროსი აითვალწუნებს... დილა მშვიდობისა, ვიეტნამო!
CIA-ს ანალიტიკოსი ჯეკ რაინი ჩართულია უკანონო ბრძოლაში ამერიკის ხელისუფლების მხრიდან კოლუმბიის ნარკომანთა კარტელის წინააღმდეგ.
1915 წელს სომეხთა გენოციდის დროს ნაზარეთ მანუკიანი ოჯახს კარგავს. წლების შემდეგ ის შემთხვევით გაიგებს, რომ მისი ტყუპი ქალიშვილები შესაძლოა გადარჩნენ. ნაზარეთი მიდის მათ საძებნელად და მშობლიური სოფლიდან მარდინიდან მესოპოტამიის უდაბნოში ჩადის, შემდეგ კი ახალ სამყაროში - ჰავანასა და ჩრდილოეთ დაკოტაში.