მატადორმა დიეგომ ორი გოგონა მოკლა, რადგან ხართან ბრძოლის დროს დაშავდა და არენაზე ვეღარ გამოდიოდა. მისმა თაყვანისმცემელმა ადვოკატმა, რომელსაც მკვლელობის სურვილი ახრჩობდა, ორი მამაკაცი მოკლა. მისი ოცნება დიეგოსთან ერთად სიკვდილია. მაესტროს მოსწავლე, რომელიც მამის გარეშე საშინელ დედასთან ერთად ცხოვრობს, ამ მკვლელობებს საკუთარ თავზე იღებს, მაგრამ პოლიციას მისი არ სჯერა.
ლერი ჯილი დაბალი რანგის განგსტერია, რომელსაც დავალებული აქვს დიდი ძალაუფლების მქონე რაიონული პროკურორის გონებრივად ჩამორჩენილი უმცროსი ძმის გატაცება, რადგან მათი მაფიის ბოსი ციხეში ჩაჯდომის საშიშროების წინაშე დგას. ჯილი ბიჭს ადვილად დაიყოლიებს და უპრობლემოდ წაიყვანს თავისთან, იმ პირობით, რომ ჯილი მას შემდეგ "მაშველების" სანახავად წაიყვანს.ყველაფრის მიუხედავად ბოსი მას მაინც არ ენდობა და ამიტომ სპეციალურად დაიქირავებს ქალს სახელად რიკი, რომელიც მას უთვალთვალებს.