ქარების ველს - ერთ-ერთ სამეფოს, რომელიც საშინელ ბიოლოგიურ კატასტროფას გადაურჩა, საფრთხე ემუქრება. ბოროტების შეჩერება და მსოფლიოს გადარჩენა მხოლოდ უშიშარ და კეთილ პრინცესა ნავსიკაიას შეუძლია.
იაპონელების მიერ დატყვევებული ბრიტანელი ჯარისკაცები და მათი პოლკოვნიკი ნიკოლსონი იძულებულები არიან ბირმაში მდინარე კვაიზე, ხიდი ააშენონ.
არტურ გოლდენის საქვეყნოდ ცნობილი რომანის მიხედვით გადაღებული "გეიშას დღიურები", რომანტიკული ეპოსია იდუმალი და ეგზოტიკური სამყაროს შესახებ, რომელიც დღემდე გვაჯადოვებს. ისტორია მეორე მსოფლიო ომამდე იწყება, როცა ღატაკ იაპონელ ბავშვს ოჯახს მოსწყვეტენ გეიშას სახლში მოახლედ სამუშაოდ.