სიყვარული და ოცნებები დაყვებიან ორ მსახიობს ოცდაათი წლის განმავლობაში. 70-იანი წლების დასაწყისი. ომ პრახაშ მახიჯა – ახალგაზრდა მსახიობია, რომელიც ეპიზოდიურ როლებს თამაშობს ბოლივუდში. ომის ამბიციაა – კინოს ვარსკვლავი გახდეს. მისი მეგობარი პაპუ და დედა ბელა მას მხარს უჭერენ ამაში...

ახალგაზრდა სოფი თხოვდება და ოცნებობს, რომ საქორწინო ცერემონია ყველა წესის დაცვით ჩატარდეს. მას სურს, რომ მამამ საკურთხეველთან მიიყვანოს. მაგრამ არ იცის მამა ვინ არის, რადგანაც დედა არაფერს უყვება. ის დედის დღიურს პოულობს, სადაც სამ მამაკაცზეა საუბარი. სოფი სამივეს უგზავნის მოსაწვევს.

რობერტა კერძო განცხადებების დათვალიერებისას გაზეთში იპოვის მოკლე შეტყობინებას – 'უიმედოდ ვეძებ სიუზენს'.მისი ცნობისმოყვარეობა გაიღვიძებს და იმ გოგონას ნახვის სურვილი უჩნდება, რომელსაც ასე მოდნომებით ეძებენ. რობერტა შეხვედრის ადგილას წავა. ნამდვილ სიუზენს მკვლელი დასდევს. რობერტას მოუწევს ბოროტმოქმედთან შეხვედრა.

ჰერბი არის კლასიკური Volkswagen Beetle. ის ცოტა უცნაურია, მის მექანიკურ სხეულში ცხოვრობს რომანტიკის ნაზი და დაუცველი სული და ოცნებობს გახდეს მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული წრიული რბოლების გამარჯვებული. საბოლოოდ, მისი ოცნება რეალობას უახლოვდება - ცნობილი მანქანა NASCAR-ის რბოლებში ხვდება. ჰერბის ახალი მფლობელი, რომელსაც აქვს აბსურდული განწყობა და გამარჯვების სურვილი, იგივეზე ოცნებობს - ახლა ისინი მზად არიან ერთად დაიპყრონ ეს თავბრუდამხვევი სიმაღლე!