სამეფო ბრძოლა არის მთავრობის მიერ სანქცირებული ძალადობრივი თამაში, რომელშიც სკოლის მოსწავლეები იძულებულნი არიან მონაწილეობა მიიღონ განადგურების საფრთხის ქვეშ. 42 საშუალო სკოლის მოსწავლე აგზავნიან უკაცრიელ კუნძულზე, სადაც მათ უნდა დახოცონ ერთმანეთი ყველაფრით, რაც ხელთ მოემართებათ - ავტომატური პისტოლეტიდან დაწყებული ტაფამდე. შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი გამარჯვებული.

გავლენიანი ბიზნესმენები, გავლენიანი ჩინოვნიკები, კინო და ტელევარსკვლავები წვეულებაზე იკრიბებიან, რომელიც სან-ფრანცისკოში ახლახანს აშენებული ცათამბჯენის გახსნის საპატივცემულოდ ტარდება. ქმნილების ავტორი - არქიტექტორი დაგ რობერტსიც აქ არის. შუა მხიარულებაში შენობაში ხანძარი ჩნდება, რომელიც ხალხს ლიფტებისა და კიბეებისკენ გზას უხერგავს.