გენმოდიფიცირებული მაიმუნების რიცხვი, კეისრის მეთაურობით, კვლავ იზრდება, მაგრამ მაიმუნებს ემუქრებიან ადამიანები, რომლებმაც მოახერხეს გადარჩენა ათი წლის წინ საშინელი ეპიდემიის დროს. თავიდან მეტოქეებს შორის მყიფე მშვიდობა დამყარდა, მაგრამ ის ხანმოკლე გამოდის. მაიმუნები და ადამიანები არიან ომის ზღვარზე, რომლის დროსაც გაირკვევა, თუ რომელი მათგანი იმეფებს პლანეტაზე მომავალში.
ეს ზაფხული დენიელს დიდხანს ემახსოვრება: მას შეუყვარდა ყველაზე პოპულარული გოგონა ნახევარკუნძულზე და საქმე დაიჭირა ნარკომოვაჭრეებთან. პრობლემა ისაა, რომ გოგონას ძმა დენიელის პარნიორია და ჯობია დენიელის სიყვარულის ობიექტის ვინაობა არ გაიგოს..
ახალგაზრდა პაკისტანელი მუშაობს უოლ-სტრიტზე და ცხოვრობს ნიუ-იორკში. მისი ცხოვრება რადიკალურად იცვლება 2001 წელს 11 სექტემბერს, ტერორისტული აქტის შემდეგ.
კაცობრიობამ შემთხვევით გააღვიძა გიგანტური უძველესი არსება, რომელსაც საშინელი შედეგები მოჰყვა.
წვიმიან დილით, ექვსი გადაცმული და შეიარაღებული მამაკაცი თავს დაესხა ბანკს ვალენსიაში. ჯგუფს, რომელსაც ხელმძღვანელობს ქურდი, სახელად ურუგვაელი, აქვს ერთი შეხედვით მკაფიო მისია: გაასუფთავოს ყველაზე დიდი რაოდენობის სეიფები და გათხაროს გვირაბი ბანკის ერთ-ერთი ოფისის გავლით მიტოვებულ მეტროს ხაზამდე. მაგრამ ამ ძარცვის დეტალებმა ძალაუფლების ელიტა ამოქმედდა და მაშინ ფერანი, პრეზიდენტის შტაბის უფროსი, უცნაურ სიურპრიზს აღმოაჩენს.
1980 წელს ლონდონში გავრცელდა ინფორმაცია ირანის საელჩოზე ტერორისტული აქტის შესახებ. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დაჯგუფება შენობაში შევარდა და ყველა თანამშრომელი მძევლად აიყვანა. ტერორისტებთან მოლაპარაკება უშედეგო აღმოჩნდა მთავრობა შენობის შტურმით აღებას აპირებდა , მიუხედავად შესაძლო მსხვერპლისა...